სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს თუმცა მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი... - 7-9 ივნისის ამინდის პროგნოზი
07-06-2024
-
+


გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 7-8 ივნისის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცელი პროგნოზი გამოაქვეყნა. ტემპერატურა +35 გრადუსამდე აიწევს, თუმცა 7 ივნისს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი. 


 

7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

 7-8 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს.

 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.


აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 7-დან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება