| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და ანბანის წარმატებით შესწავლა კი ღონისძიებით - „ანბანის ზეიმი“ აღნიშნეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მისი შექმნილი „დედაენისადმი“ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
ღონისძიებას პედაგოგები - დარეჯან ფირცხალავა და ირმა ჩუბინიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი