სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტაკიძე ლიტერატურულ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის შვიდთვიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა
05-06-2024
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.

ახლახან, დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ტაკიძემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან სტიპენდია დაიმსახურა. ეს ყველაფერი კი 17 მაისს „ფრიდონობის“ დღესასწაულზე მოხდა.

17 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ტრადიციულად „ფრიდონობა“ აღინიშნა.

ღონისძიებაზე დასახელდა ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდიატი 4 ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებად გამოვლინდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული სწორედ მარიამ ტაკიძეა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 7 თვის განმავლობაში გადაეცემა სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ, მარიამს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ მრავალ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება