TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მუსიკის სიყვარულით შთაგონებული წარმატების ისტორია - გაიცანით KIU-ს სტუდენტი ზურა კაჭარავა
03-06-2024
-
+


ზურა კაჭარავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო დირიჟორობის კურსდამთავრებული, ეროვნული საგუნდო კონკურსის 3-გზის ოქროს მედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფუძნებული KIU კაპელას ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპულმა სტანდარტებმა და კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობამ ზურას მოტივაცია გაუჩინა სწავლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში, KIU-ში გაეგრძელებინა. „აკადემიური სწავლების დატვირთული რუტინამ, კამპუსზე ცხოვრების გამრავალფეროვნების სურვილმა და უნივერსიტეტში გაცნობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროში წარმატებამ შთამაგონა მეც ჩემი პატარა წარმატების ისტორია შემექმნა”- ასე ჩაეყარა საფუძველი „KIU კაპელას”. 


ამბობს, რომ KIU-ში საკმაოდ დატვირთული სწავლის დაწყების შემდეგ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ენატრებოდა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მუსიკა, სწორედ ამიტომ დაიწყო კაპელას პროექტზე მუშაობა. თავდაპირველად იდეა „პოდკასტის ჩემპიონატზე” გააჟღერა. 


პოდკასტის ჩემპიონატი KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ყოველსემესტრული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა აქვთ პოდკასტების, ანუ 10 წუთიანი მოხსენებების საშუალებით თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები დამსწრეებს წარუდგინონ და გაუზიარონ, ესაუბრონ  ღირებულებებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე. პროექტი ორიენტირებულია კრეატიული იდეების ფორმირების, კვლევის, ახალი ცოდნის შეძენის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და აუდიტორიის დარწმუნების უნარების განმტკიცებაზე. სწორედ პოდკასტის ჩემპიონატზე გადაწყვიტა ზურამ იდეის პრეზენტაცია. კონკურსზე ჟიური და სტუმრები აამღერა და სტუდენტების ინტერესიც მაშინვე გამოიწვია. შემდეგ კი დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩია სარეპეტიციო სივრცე, შესასრულებელი ნაწარმოები და დირიჟორობაც გაიხსენა. 


კაპელაში ახლა 35 წევრია. სხვადასხვა გამოცდილების, პროფესიის და ინტერესების ადამიანს კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით მუსიკის სიყვარული აერთიანებს. კაპელაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: „ნახევარმა გუნდმა სიმღერა ყველანაირი გამოცდილების გარეშე დაიწყო. ახლა ეს ადამიანები გაცილებით უკეთ მღერიან. ვაფასებთ დამოკიდებულებასაც, პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ყველა საქმეს“, ამბობს ზურა.

იმისათვის, რომ კაპელა განვითარებულიყო, რეპეტიციები კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამხდარიყო, ზურამ თავის გუნდთან ერთად KIU კაპელას სტუდენტურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ პროექტის განვითარებისთვის დაფინანსება სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამიდან მიიღო, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20-მდე მეტი პროექტია KIU-ში დაფინანსებული. 


თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი პროექტი KIU-ში უკვე მეორე სემესტრია რაც წარმატებით ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა დირიჟორი სტუმრობს უნივერსიტეტს და წევრებისთვის მასტერკლასებს ატარებს.  პირველ წარმატებასაც უკვე მიაღწიეს, „საქართველოს საგუნდო საზოგადოების” მიერ ჩატარებულ ეროვნულ საგუნდო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და 90 ქულით გადავიდნენ მეორე ტურში, რომელიც სექტემბერში გაიმართება.


„კაპელას რეპეტიცია არ არის მხოლოდ სწავლა და სიმღერა. კაპელას წევრების ჯანსაღი ურთიერთობები კამპუსზე სამაგალითოა. ხშირად მეკითხებიან, რას აკეთებთ ასეთს კაპელაზე, რომ რეპეტიციიდან ყველა ამაღლებული განწყობით და გაღიმებული გამოდიხართო“, ამბობს ზურა.  იგი აპირებს უნივერისტეტის დამთავრებამდე მიჰყვეს ამ საქმეს და განავითაროს ის. მისთვის მიზანი, რომ კაპელა ყოფილიყო მუსიკის მოყვარული ადამიანების ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა - შესრულებულია. 



კაპელას  მსგავსად, საკუთარი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს KIU ყველა სტუდენტს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. KIU-ს დაფინანსებით არაერთი საინტერესო პროექტი და ინიციატივა ხორციელდება. 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 135000-მდე ლარით 20-მდე სტუდენტური პროექტი დაფინანსდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მუსიკალური ოთახი, სპორტული კლუბები, ელექტროინჟინერიის კლუბი, ტარდება ინტელექტუალური ჩემპიონატები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
პატარები დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში
 

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება