TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბის საინტერესო პროექტი და შთამბეჭდავი დასკვნითი ღონისძიება 
03-06-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი - „Beam With Books“ წარმატებით მუშაობს.

კლუბი, სკოლის ბაზაზე, ინგლისური ენის პედაგოგმა - თამარ ციცვიძემ 2 თებერვალს დაარსა. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაზე მონდომებით მუშაობენ.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებისთვის 22 მაისი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო.

ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი -  Beam With Books დასკვნითი ღონისძიებით წარსდგა სკოლისა და მიწვეული სტუმრების წინაშე. ბავშვებმა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, განხორციელებული პროექტის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.

კლუბმა იმუშავა პროექტზე:  Literary legends („ლიტერატურული ლეგენდები“). პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებმა წაიკითხეს და დაამუშავეს შექსპირის ბოლოდროინდელი, ნაკლებად ცნობილი პიესა „ციმბელინი“. დამუშავდა პიესის ლექსიკა და დამზადდა ხელნაკეთი ლექსიკონი, პიესის ანალიზი სხვადასხვა ასპექტით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ პიესის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა ის დააკავშირეს  შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემასთან - „ვეფხისტყაოსანი“.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა გააცოცხლეს პიესის პირველი მოქმედების პირველი სცენა.

გარდა ლიტერატურული მუშაობისა, კლუბმა 12 სხვადასხვა აქტივობა განახორციელა ოთხთვიან სამუშაო პროცესში.

„კლუბის წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლათინური ამერიკის რვა სახელმწიფოში, ბატონ ზაზა გაბუნიასთან,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიიის დეპარტამენტთან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმთან, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასთან, „Dati’s Show- სთან“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ხელს უწყობს მსგავსი აქტივობებითა და პროექტებით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება