TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგები, ბაღებისთვის განკუთვნილი კურსები - მოთხოვნად პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე „ეიბიჯიესის“ დირექტორი საუბრობს
31-05-2024
-
+


„როდესაც „ეიბიჯიეს აკადემია“ დავაფუძნე, ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია, თუმცა ნელ-ნელა დავიწყე ყველა საკითხში გარკვევა - ვიყავი დირექტორიც, კურატორიც, ასისტენტიც, ბუღალტერიც, სპიკერიც“, - ასე იწყებს etaloni.ge-სთან საუბარს კომპანიის დირექტორი ანა ბუცხრიკიძე, რომლისთვისაც უკვე მეოთხე წელია აკადემიის წარმატებული საქმიანობა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

ყველაფერი კი იდეით დაიწყო... მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ორგანიზაციის მოწვევით, არაერთი წარმატებული ტრენინგი ჩაატარა, ანა ბუცხრიკიძემ გადაწყვიტა, თავად ყოფილიყო მთავარი გეზის მიმცემი და ასე შეიქმნა „ეიბიჯიეს აკადემია“, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება;

როგორც ანა ბუცხრიკიძე გვიამბობს, სანამ აკადემია ამ მასშტაბებს შეიძენდა, ტიტანური სამუშაო გასწია და ამაყობს, რომ მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო - დღეს კომპანია მოწინავე პოზიციებს იკავებს და ეს ხელმძღვანელის პროფესიონალიზმთან ერთად, გუნდის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

რა გზა განვლო დირექტორობამდე, როგორ გაჩნდა აკადემიის დაარსების იდეა, რა არის მიზანი და „ეიბიჯიეს აკადემიის“ სავიზიტო ბარათი - etaloni.ge-ს ხელმძღვანელი, ანა ბუცხრიკიძე ესაუბრება:

- გვიამბეთ, თქვენი ცენტრის შესახებ, საიდან გაჩნდა მისი დაარსების იდეა?

- პირველ ყოვლისა, მოგესალმებით და მივესალმები etaloni.ge-ს მკითხველს!

„ეიბიჯიეს აკადემია“ უკვე ოთხი წელია, ერთგულად ემსახურება მსმენელს და მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ყოველდღიურად იზრდება მომართვიანობა ჩვენს კურსებზე; რაც შეეხება იდეას, მუდმივად ვიყავი დაინტერესებული არაფორმალური განათლების აქტივობებით და გავდიოდი სხვადასხვა ტრენინგკურსს, ასევე არაერთი ორგანიზაციისგან მქონდა ხშირი შეთავაზება კურსის ჩატარებასთან დაკავშირებით; იცით, ტრენინგის დროს ენერგიის მიმოცვლა სპიკერსა და მსმენელებს შორის, საოცარი პროცესია და მეც უდიდესი პოზიტიური ენერგიით ვიმუხტებოდი. დღემდე ასე ვარ, სატრენინგო ფორმატი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს და შესაბამისად, იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.

- ანა, რა არის თქვენი ცენტრის მიზანი?

- „ეიბიჯიეს აკადემიის“ მიზანია ცოდნის მაქსიმალური გავრცელება. ჩვენი მიზანი დაარსების დღიდან არის სანდო, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიტანა მსმენელამდე.

- რა გზა განვლეთ დირექტორობამდე?

- როდესაც „ეიბიჯიეს აკადემია“ დავაფუძნე, ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება არ მქონდა; მიუხედავად იმისა, ხშირად მქონდა მოწვევა სხვადასხვა ორგანიზაციიდან, იქ ვიკავებდი მოწვეული სპიკერის ადგილს და საორგანიზაციო საკითხებთან შეხება არ მქონია, თუმცა აკადემიის დაარსების დღიდან ნელ-ნელა დავიწყე ყველა საკითხში გარკვევა, რადგან ვიყავი დირექტორიც, კურატორიც, ასისტენტიც, ბუღალტერიც, სპიკერიც... მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პოზიციას ვიკავებდი და როგორც ჩანს, სწორად წარიმართა ჩემი საქმიანობა, რადგან ძალიან ბევრმა ტრენერმა გამოთქვა „ეიბიჯიეს აკადემიასთან“ თანამშრომლობის სურვილი. უმცირეს პერიოდში მომართვიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ერთი ადამიანი ამდენ როლში ყოფნას ვეღარ შევძლებდი - საჭირო გახდა გუნდის შექმნა.

- წარმატება გუნდის პროფესიონალიზმმაც განაპირობა?

- ძალიან გამიმართლა ჩემი გუნდის თითოეულ წევრში. გუნდის პროფესიონალიზმი ქმნის წარმატების წინაპირობას და ჩვენც, ერთად, სწორი კურსით, გუნდური მუშაობით ვზრდით ერთმანეთს და ორგანიზაციის მასშტაბებსაც!

- რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევანი?

- თითოეული ადამიანი რაღაც კონკრეტული მისიის შესასრულებლად მოდის ამქვეყნად! მე 27 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რა იყო „ჩემი“ და მას შემდეგ ვცდილობ, პირნათლად შევასრულო ის.

- ცენტრის პოპულარობა რაზეა დამოკიდებული?

- რეალურად ჩვენი რეკლამა, ჩვენივე კმაყოფილი მსმენელია; ადამიანები თითოეული თანამშრომლისგან იღებენ სწრაფ და ზუსტ პასუხს, ტრენინგზე კი იღებენ ზუსტად იმ ინფორმაციას რის გამოც დარეგისტრირდნენ. ასეთი მიდგომები განაპირობებს მათ კმაყოფილებას. ჩვენ კი ვცდილობთ, გადავაჭარბოთ მსმენელების მოლოდინს, რაც, ვფიქრობ, გამოგვდის კიდეც.

- რატომ უნდა შეარჩიოს გადამზადების მსურველმა თქვენი ცენტრი?

- სანდო ინფორმაცია, კვალიფიციური ტრენერები, გადახდის მოქნილი პირობები, ხელმისაწვდომი ფასები, გუნდი, რომელიც ორიენტირებულია, ნებისმიერ დროს დაგეხმაროს - ვფიქრობ ეს ფაქტორები საკმარისია იმისთვის, მოგვმართონ ჩვენ.

- თქვენი აზრით, როგორი ხელმძღვანელი ხართ?

- ვფიქრობ, სამართლიანი, თუმცა ეს ჩემი გუნდის წევრებს უნდა ვკითხოთ...

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და აკადემიის სავიზიტო ბარათი? 

- წარმატების საიდუმლო სწორი მიზანი, მუდმივი მოძრაობა და სწრაფვაა განვითარებისკენ; რაც შეეხება კურსებს, რომლებიც ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა, დავიწყებ დამწყებ ტრენერთა ტრენინგით - ამ კურსზე 7 ნაკადი უკვე გვყავდა და ამ ზაფხულს მერვე ნაკადს მივიღებთ უკვე განახლებულ „დამწყებ ტრენერთა ტრენინგზე“; კურსის მონაწილეებს შეუძლიათ ჩვენთან გაიარონ სტაჟირების ეტაპი და  ჩვენთანვე დასაქმდნენ სურვილის შემთხვევაში ან დამოუკიდებლად განაგრძონ საქმიანობა.

ასევე ხშირი მომართვიანობაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის განკუთვნილ კურსებზე, მასწავლებლის მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, ბავშვთა და ზოგადი ფსიქოლოგიის კურსებზე...

ფაქტობრივად, ვცდილობთ, ყველა სფეროს შევეხოთ და უახლოეს მომავალში დაგვემატება მიმართულებები, რომელიც აქამდე არ გვქონდა.



კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება