| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან.
რეგიონულ ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი კვირის მანძილზე გაეზიარებინათ თბილისის სკოლების წარმატებული პრაქტიკა, სადაც ადგილზე სუპერვიზიას უწევდნენ ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სუპერვიზორები, ასევე გაეცნენ სპეციალური მასწავლებლები სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციასა და რესურს სკოლის მუშაობას.
რეგიონული სასწავლო ტურის მხარდაჭერისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს: ,,MAC Georgia”-ს, სსიპ ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლას, ასევე მოწვეულ სპიკერებს: მარიამ ხვადაგიანს, მარიამ მიქიაშვილს, სოფიო ნადირაძესა და ნინო ჭუმბურიძეს.
ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ფასილიტაციას უწევდნენ პროგრამის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა“ თანამშრომლები“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა