სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - რა ღონისძიებები იმართება დედაქალაქში
01-06-2024
-
+


თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე გაიმართება „რანინას“ კონცერტი.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში.

კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე: კრწანისი, გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი – 16:00-20:00 საათი;  მთაწმინდა, 9 აპრილის სახელობის ბაღი – 13:00-16:00 საათი; ვაკე, ციციშვილის სახელობის სკვერი – 14:00-17:00 საათი; ისანი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპუსი N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი – 16:00-19:00 საათი.

დედაენის ბაღში 17:00-21:30 საათებში დაგეგმილი საბავშვო გასართობი პროგრამა ასეთია: საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა; ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა; ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე; ბროშების დამზადების სადგური; მეზღაპრის კუთხე; თითების თეატრის წარმოდგენები; VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით; საპნის ბუშტების შოუ; ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ; 10-მდე საბავშვო-გასართობი სადგური; საბავშვო ატრაქციონები; მინი გოლფი; სკეიტ შოუ; ფოტოზონა-გიფერი; დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა; ზღაპრის გმირები; 18:00-19:00 – თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“; 20:00 – „რანინას“ კონცერტი.

ღინისძიებებზე დასწრება თავისუფალია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება