სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა იმუშაოთ გეოგრაფიის საგამოცდო ტესტზე
03-06-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტებს სთავაზობს გეოგრაფიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს:

• ტესტზე მუშაობის დროს, პირველ რიგში, ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა და პირობის მოთხოვნის შესაბამისად უპასუხეთ კითხვას. დავალების/კითხვის ინტერპრეტირება და საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში პასუხი შეფასდება 0 ქულით. იმ დავალებაში, რომელშიც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს რაიმე მოვლენის მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს - ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვ. მაგალითად, თუ აბიტურიენტს კითხვის პირობის მიხედვით მოეთხოვება რაიმე გეოგრაფიული მოვლენის ეკოლოგიური შედეგის დასახელება და იგი მიუთითებს სოციალურს, ქულას ვერ დაიმსახურებს;

• როცა კითხვის პირობა მოითხოვს, მაგალითად, 2 გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას და ფასდება 2 ქულით, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა დაასახელოს ორივე, რათა დაიმსახუროს მაქსიმალური ქულა. თუ დაასახელებს მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ ობიექტს, მაშინ დაიმსახურებს მხოლოდ 1 ქულას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი თავის დაზღვევის მიზნით ასახელებს 3, 4, 5 ან უფრო მეტ გეოგრაფიულ ობიექტს. ასეთ შემთხვევაში მისი პასუხი შეფასდება 0 ქულით. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ იმ რაოდენობის ობიექტი, რაც კითხვის პირობითაა მოთხოვნილი. 

• გაითვალისწინეთ, რომ გეოგრაფიის ტესტში სტატისტიკური ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა შეგეძლოთ სხვადასხვა სახით მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის (ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, დემოგრაფიული პირამიდა და ა. შ.) კითხვა და ანალიზი;

• არ იჩქაროთ გამოცდაზე. ამის გამო ტექნიკური შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება. როცა რთულია ნაწერის გარჩევა, ხარვეზებითაა შევსებული პასუხების ფურცელი, ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება.  გამოცდისათვის განკუთვნილი დრო საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად შეძლოთ საგამოცდო ტესტზე მუშაობა;

• მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს, კარგი იქნება, თუ გაეცნობით მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე გლობალურ, ეკოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. 

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რუკაზე (მათ შორის, ტოპოგრაფიულ) და სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებზე მუშაობას (გრაფიკი, დიაგრამა, ინფოგრაფიკი, აერო და კოსმოსური ფოტო). თქვენ უნდა შეგეძლოთ მათზე მოცემული ინფორმაცის კითხვა, ანალიზი, შეფასება და არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე დასკვნების გაკეთება.  


გეოგრაფიის ტესტში იქნება:


• დახურული, ერთქულიანი დავალებების ბლოკი (მათ შორის, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი); 
• ღია ტიპის დავალებების ბლოკი (ამ დავალებებში ზოგიერთი კითხვა იქნება დახურული), რომელიც  სხვადასხვა ფორმატში (ტექსტი, სტატისტიკური ინფორმაცია, დიაგრამა, გრაფიკი, ილუსტრაცია, ინფოგრაფიკი, სხვადასხვა ტიპის რუკა) მოცემული გეოგრაფიული ინფორმაციის კითხვასა და ანალიზს მოითხოვს.  

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 40 წუთი. 

აბიტურიენტებს გამოცდაზე დაურიგდებათ A3 ფორმატის საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური რუკა. 

აბიტურიენტს კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება