სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლია თუ არა საბავშვო ბაღს კურიკულუმის შეცვლა - მეთოდოლოგიის დოკუმენტი
08-06-2024
-
+


კურიკულუმის შერჩევის, შექმნის, გაზიარების, შეფასებისა და განვითარების მეთოდოლოგიის დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ გარკვეულმა მიგნებებმა თუ რეკომენდაციებმა შეიძლება გამოიწვიოს კურიკულუმის კონკრეტული კომპონენტის/კომპონენტების ცვლილება.

კურიკულუმში ცვლილების შეტანა შეიძლება პროცედურულად განსხვავდებოდეს ცვლილების მასშტაბიდან და ხასიათიდან გამომდინარე. თუ შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭირო ცვლილება ფუნდამენტურად არ ცვლის კურიკულუმის ძირითად მიზნებს, შინაარსსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს და კურიკულუმის მხოლოდ  მცირედით განახლებას მოითხოვს, ასეთი ცვლილების განხორციელება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე - ასეთი ცვლილება შეიძლება იყოს თემატური მიმართულებების მიხედვით კონკრეტული სამიზნე შინაარსის ცვლილება, კურიკულუმის მიზნების დაზუსტება და რეფორმულირება, ბავშვზე დაკვირვების კონკრეტული ინსტრუმენტის შეტანა, საგანმანათლებლო რესურსის შეცვლა/გამრავალფეროვნება, ფიზიკური გარემოს რემოდელირება/გამრავალფეროვნება, ცვლილებები ბავშვების მახასიათებელების გათვალისწინების მიდგომებში (მაგ: ბავშვის ინდივიდუალური და ჯგუფური საჭიროებების გათვალისწინება), საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის ხანგრძლივობის შეცვლა, ცვლილებები დროით გარემოში (დღის განრიგში), ცვლილებები ოჯახის და თემის ჩართულობის ნაწილში,  კურიკულუმის გაზიარების მექანიზმის სრულყოფა და სხვა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები აისახება კურიკულუმის ჩარჩოში/დეკლარირებულ კურიკულუმში და ხდება მისი დამტკიცება უფლებამოსილი პირის მიერ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეფასების შედეგად გამოვლინდა  ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, როგორიცაა კურიკულუმის შეცვლა, რაც ნიშნავს არსებული კურიკულუმის შეცვლას სხვა კურიკულუმით, ან არსებულ კურიკულუმზე ახალი კურიკულუმის დამატებას (შემუშავებული კურიკულუმის დროს) ან არსებული კურიკულუმებიდან ერთი ან რამდენიმეს ამოღებას (შემუშავებული კურიკულუმის დროს) (მაგ:, ხელოვნების მეშვეობით ემოციური გაჯანსაღება და სწავლა HEART დამატება კურიკულუმ „თამაშზე“ და სხვ.), ასეთ შემთხვევაში დაწესებულებამ ჯერ უნდა შექმნას კურიკულუმის ახალი ჩარჩო, შემდეგ გაიაროს ხარისხის უზრუნველყოფის გარე პროცესი - პროგრამის დამატება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მისი განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

რა ცვლილებები შევიდა თსუ-ს წესდებაში  - დეტალები ცნობილია

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება