| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, საბუნებისმეტყველო კონფერენციის - „მე ვქმნი მოდელებს“ (I-VI კლასები) შეჯამება მოეწყო.
კონფერენციაზე, ლესიჭინეს N1 და საჩინოს N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნილი მოდელები წარადგინეს. აღნიშნული მოდელები ჟიურიმ შეაფასა შემდეგ ნომონაციებში - „ორიგინალურობა“, „თვალსაჩინოება“, „ინფორმატიულობა“, „მასშტაბი“.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კი, სკოლაში, მოეწყო ინტელექტუალური სამაგიდო თამაში - „ბრძოლა კონტინენტებისთვის“.
„მადლობა მოსწავლეებს შრომისთვის, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, მშობლებს შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის!
იმედია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იდეის ავტორი ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი ანნა წულაია გახლდათ.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლათშორის თანამშრომლობას, აზრთა გაცვლას, მოსწავლეებში კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, აუდიტორიის ფლობის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ