| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
წელს „ბოლო ზარი“, რიგით 56-ედ, ოთხი კურსდამთავრებულისთვის დაირეკა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეთორმეტეკლასელებმა არ დაიშურეს ნიჭი, მონდომება და გამოცდილ კლასის დამრიგებელ - ნათელა ბრეგაძესთან ერთად, მშვენიერი საღამო მოაწყვეს.
ღონისძიების პროგრამაში იყო ცეკვები, სიმღერები, სკეტჩები, ლექსები, სხარტულები და ა.შ. საღამომ დიდი მოწონება დაიმსახურა. მე-12 კლასის მოსწავლეები კი სკოლას დაემშვიდობენ.
„ცხოვრების კრიალოსანზე თორმეტი ლამაზი წელი ჩამოიმარცვლა. მაისმა ისევ დარეკა სასწავლო წლის დასრულების ზარი. უცებ გაფრენილ 12 წელიწადს და ბავშვობას ტკბილ-მწარე სევდით ეთხოვება კიდევ ერთი თაობა, წლევანდელი კურსდამთავრებულების სახით. ამიტომაცაა ემოციურად დატვირთული ეს დღე XII კლასელებისათვის.სკოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი სამრეკლო სკოლა სოფელში 1878 წელს გახსნილა, მან ბევრჯერ იცვალა სახე. ბოლოს 1966 წელს სოფლის რვაწლიანი სკოლა საშუალოდ გადაუკეთებიათ. დიდი ენათმეცნიერის ჩვენი თანამემამულის აკაკი შანიძის თაოსნობით. პირველი გამოშვება1968 წელს წასულა სკოლიდან, მას შემდეგ, ყოველი გამოსაშვები კლასი დღესასწაულობს ტრადიციულად დამკვიდრებულ ბოლო ზარის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“