TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლა ერთი წლით გახანგრძლივდება - რომელი საფეხურის მოსწავლეებს შეეხებათ საკანონმდებლო ცვლილება 
16-05-2024
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იცვლილება. საბაზო განათლება 10 წლიანი ხდება, ცვლილება კი იმ მოსწავლეებსაც შეეხება, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.

კანონის პროექტში ვკითხულობთ: 

„ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები);

1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში.

2. 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

3. ის მოსწავლეები, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 (სამი) წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ
სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელ დოკუმენტთან.

5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადოს პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება