TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გაუუქმდეს ავტორიზაცია!“ - რომელ სკოლებს შეეხო საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილებები
21-05-2024
-
+


ავტორიზაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებს ინტენსიურად განიხილავს და ეს დოკუმენტები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება; ძირითად შემთხვევებში დასკვნა დადებითია, თუმცა 2024 წლის პირველი იანვრიდან ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას დადებითი შეფასება არ მიეცა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, სპს სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ს ავტორიზაციაზე უარი ეთქვა. დოკუმენტში ვკითხულობთ:

„სპს სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ის მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვიტა: სპს სენაკის ქართულ- ევროპული სკოლა N1-ს (ს/კ: 239867872) უარი ეთქვას ავტორიზაციაზე; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის N447479 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)“.

ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - შპს ალბიონს გაუუქმდა ავტორიზაცია

„დაწესებულების მიერ წარმოდგენილი განაცხდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების” მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭომ გადაწყვიტა: შპს ალბიონს (ს/კ: 200072152) გაუუქმდეს ავტორიზაცია“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება