TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
29-04-2024
-
+


დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) დასაქმების პირველ ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა  40-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან. მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებს, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ წარედგინათ საკუთარი კომპანია და გაეცნოთ მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები. 

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ფორუმზე ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა სემინარი და პრეზენტაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა - კარიერული ტენდენციები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში; საბანკო სექტორი, როგორც დამსაქმებელი; დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; მომავლის პროფესიები და კონტაქტების დამყარების ძალა. 

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ICT ასოციაცია და საქართველოს საბანკო ასოციაცია. ფორუმის ფარგლებში, KIU-სა და ICT ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და იყოს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.  

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება