სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩიძეების საჯარო სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
29-04-2024
-
+


თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.

ამის დასტურია, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული, რომელიც სკოლაში გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ: მე- 5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შექმნეს პლაკატი და დახატეს ნახატები. მათ ასევე დაურიგდათ კითხვარი „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“, რომლის მიზანი იყო იმის ჩვენება თუ რა კვალს ტოვებს ადამიანი გარემოში.

კვირეულის ფარგლებში, ასევე მოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართული.

ბავშვებმა დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები ნარჩენების გარემოში ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

ბოლოს, დასკვნითი ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დედამიწაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და საფრხეებზე, ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე. ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ლექსები, მონოლოგი „დედამიწის ჩივილი“.

„აღნიშნული კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა და გარემოსადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება“, - აღიშნავენ სკოლაში.

კვირეულისა და ღონისძიების ორგანიზატორი დარჩიძეების სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ციური აბაშიძე გახლდათ.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება