TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უფროსი სპეციალური მასწავლებლის მომზადება/გადამზადების პროგრამა“ - „ეიბიჯიეს“ აკადემია მორიგ მნიშვნელოვან კურსს გვთავაზობს 
10-04-2024
-
+


„ეიბიჯიეს“ აკადემიაში მნიშვნელოვანი კურსები და პროგრამები ტარდება, რომლებიც შეიძლება ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანისთვის გამოსადეგი იყოს.

აკადემიაში „უფროსი სპეციალური მასწავლებლის მომზადება/გადამზადების პროგრამას“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი და სპეციალური განათლების მასწავლებელი - სოფიო ძიგრაშვილი უძღვება. 

სამთვიანი კურსის ფარგლებში, შეხვედრები პლატფორმა Teams-ში, კვირაში ორჯერ - შაბათ-კვირას, 19 საათზე გაიმართება. კურსის სრული ღირებულებაა 300 ლარია.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე იურიდიული ძალის მქონე ორენოვან სერტიფიკატს მიიღებს. კურსზე ადგილები შეზღუდულია და მას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული გაივლის.

„უფროსი სპეციალური მასწავლებლის მომზადება/გადამზადების პროგრამა“ შემდეგი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი:

  • ვინც გეგმავს ან ემზადება სპეციალური მასწავლებლის პროფესიის შესაძენად;
  • სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებისთვის;
  • ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის;
  • სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის;
  • მშობლებისა და ყველა სხვა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია სსსმ მოსწავლის სწავლების სტრატეგიებით, უფლებებითა და სასკოლო საზოგადოების მოვალეობების გაცნობით სსსმ მოსწავლის წინაშე.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს (ტესტურ დავალებებს)

პროგრამის ფარგლებში შემდეგ საკითხებს გაივლით:

  1. ინკლუზიური განათლების არსი, მულტიმოდალური სწავლება და უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპები;
  2. სსსმ მოსწავლის ჰოლისტური შეფასება;
  3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  4. ბავშვის განვითარების დარღვევები და სწავლების სტრატეგიები;
  5. სკოლის ვალდებულება სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად (სამართლებრივი ნორმების მიმოხილვა);
  6. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  7. სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო;
  8. ტრანზიციასთან დაკავშირებული პროცესების მიმოხილვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება