| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის კვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რომ მათი მოსწავლეები ღირსეულ, ტოლერანტ მოქალაქეებად აღიზარდონ და ჩამოუყალიბდეთ სწორი ღირებულებები. აღნიშნული მიზანის მისაღწევად კი პედაგოგებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ისეთი აქტივობების ორგანიზება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ტოლერანტ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
ხირსის საჯარო სკოლაში, ამეჯრად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ასაკისა და მათი ცნობიერებისთვის შესაბამისი ინფორმაცია და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ავადმყოფები არ არიან, რომ ისინი არიან ადამიანები, კეთილი გულებით.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.
საინფორმაციო კამპანიასთან ერთად მოსწავლეებმა არ დაივიწყეს ის სიმბოლური გამოხატულება, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული და შექმნეს ფერადი წინდები და სამაჯურები.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ