| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად იღვწიან, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და პოეზიის, პროზის, ხელოვნების, კულტურის... სიყვარულსაც მშობლიური მაგალითების საფუძველზე უნერგავენ.
ახლახან, ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პოეტის, ოთარ ფუტკარაძის წიგნის „მთიდან ამოთქმული ბწკარების“ პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი ფრიდონ ფუტკარაძე. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ომარ ტაკიძე. საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი როსტომ ლორთქიფანიძე. მერიისა და საკრებულოს აპარატის წევრები. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბატონი ედუარდ გოგრაჭაძე. მამა გიორგი.
ასევე შუახევის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ვიტალი ხიმშიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოთარი ფუტკარაძის ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, მეგობრები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
„მადლობა თითოეულ მათგანს, მობრძანების, გვერდში დგომისა და დაფასებისათვის
ღონისძიებაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო, შუბნელის, კუთხეზე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ალექსანდრე სურმანიძის ხსოვნას...
ღონისძიებაზე, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ოთარი ფუტკარაძის ლექსები სხვადასხვა თემატიკაზე, რომელშიც, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ტაო-კლარჯეთს.
განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებლის მიმართ და ამასთან, მთელი გულით მივულოცო დაბადების 70 და სკოლაში მოღვაწეობის 52 წლის იუბილე.
შეუფასებელია ის ამაგი და ღვაწლი, რომელიც ოთარ ფუტკარაძემ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში გასწია. მის ხელში გაიზარდა და დაფრთიანდა არაერთი თაობა...
ის, 1993-2004 წლებში, შუბნის საჯარო სკოლის დირექტორადაც მუშაობდა. იმ პერიოდში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. მაშინ, როდესაც, ბევრმა მასწავლებელმა მიატოვა სკოლა, ამ ადამიანმა ამ დროს სკოლის მესაჭის როლი იტვირთა და, ერთ ათეულ წელზე მეტი ღირსეულად უხელმძღვანელა ცოდნის ტაძარს.
მადლობა დაუღალავი შრომისთვის, მადლობა გაწეული ამაგისთვის, მადლობა ღირებულებებისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო მასწავლებელო.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ, საზოგადოებრივ-რუდუნებითი დარბაზის, „წუთისოფელი ასეას“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, წიგნის რედაქტორი, ჩვენი კუთხის ცოცხალი მემატიანე, ბატონი ოთარ ცინარიძე.
ხოლო, ღონისძიების უშუალო წამყვანი და ხელმძღვანელი იყო, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, სკოლის ამაგდარი ადამიანი, ემზარ ცეცხლაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ