სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ეკის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა ქართველი მეცნიერისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარადგინეს
29-03-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის, ეკის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, იღვწის რომ მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მრავალმხრივ განვითარდნენ და ამის მაგალითია ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხსოვნას მიეძღვნა.

თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმის, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის ერთობლივი მონაწილეობით გამართული საღამო გახსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტმა, ბატონმა დამირ კუჭავამ.

თეოფანე დავითაიას ცხოვრებასა და მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრა ეკის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლელა სიჭინავამ.

ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.

საღამოს სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ანსამბლი ,,ეგრისი“ და ეკის თემის მკვიდრთა მიერ შესრულებული სიმღერები ალამაზებდა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირმა კუპრეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ეჯიბია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურანდა შამათავა, თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართველი გეოგრაფი, კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, თეოფანე დავითაია დაიბადა 1911 წლის 2 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება