სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან - დეტალური ინსტრუქცია
26-03-2024
-
+


როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან მაშინ, როდესაც სურს განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა, ვადის გასვლის შემდეგ დასწრებისა და შეფასების შეტანა, სემესტრული ნიშნის კორექტირება და ა.შ.

ინსტრუქცია: 

„ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში „მოთხოვნები“. მოთხოვნის გასაგზავნად ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე „+“ ღილაკს. გამოსული ფანჯრიდან უნდა ავირჩიოთ სემესტრი, კლასი (კლასის არჩევისას დირექტორს “სხვა კლასებით“ ნებისმიერი კლასი), საგანი, დავწეროთ კომენტარი (კომენტარის დაწერა აუცილებელია) და ავირჩიოთ მოთხოვნის ტიპი. როგორც ეკრანზე ჩანს, მოდულში არის 7 მოთხოვნის ტიპი: ჟურნალის კორექტირება, სემესტრული ნიშნის კორექტირება, დამრიგებლის სემესტრული განმავითარებელი შეფასების კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა, განვლილი დროით აღდგენის წაშლა და საგნის წაშლა.

მოთხოვნის ტიპის არჩევის შემდეგ უნდა შევავსოთ ფანჯარაში გამოტანილი ყველა ველი, მაგალითისთვის ვნახოთ ჟურნალის კორექტირება: ვირჩევთ კლასს, საგანს, კორექტირებისთვის საჭირო თარიღს ან მთლიან ჟურნალს, რედაქტირების ტიპს (დასწრება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება) და ვწერთ კომენტარს, შემდეგ ვაწვებით ღილაკს „გაგზავნა“.

გაითვალისწინეთ, როდესაც დირექტორი დაადასტურებს მიღებულ მოთხოვნას, პედაგოგს აქვს 24 საათი კორექტირებისთვის“.

ვიდეო ინსტრუქცია:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება