სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლის ყველაზე დიდი მიღწევა რეალიზებული მოსწავლეებია“... ნინო გაბრიჭიძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი
25-03-2024
-
+


ნინო გაბრიჭიძე ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გახლავთ, რომელიც წლებია ბავშვებს ზუსტი მეცნიერების საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს და თავს არ ზოგავს, რომ მისი საყვარელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ამოხსნილი განტოლებები და დასწავლილი ფორმულები წარმატების საფუძველი გახდეს.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინო გაბრიჭიძე პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, თანმიმდევრულობა, კრეატიულობა. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- უზრუნველვყოთ სწავლებისა და სასწავლო გარემოს ხარისხი, რაც განაპირობებს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მთავარია, გვინდოდეს და ყველაფერს შევძლებთ. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ ვივლიდი რეპეტიტორებთან და შევეცდებოდი, სკოლაში და სახლში საკუთარი თანმიმდევრული მუშაობით მიმეღწია სასურველი შედეგისთვის.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ...ის ყოველთვის ჩვენი ცოდნის დონიდან ,ჩვენთან ერთად იწყებს არსებულზე დაშენებას და ამას ძალიან კრეატიულად აკეთებს. 

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ეს არის უკვე რეალიზებული ჩემი მოსწავლეები, რომლებიც თავიანთ წარმატებაში ჩემს დიდ წვლილს ხედავენ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სახვითი ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება