TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მაინტერესებდა ჩვენი ქვენის ისტორია და ლეგენდები“ - თამარ ისაკაძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებელი
25-03-2024
-
+


ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. განსაკუთრებით აღმატებულია დამოკიდებულება დაწყებით კლასებში, თუმცა წლებთან ერთად, ბავშვები იზრდებიან და ხვდებიან, რომ მათთვის საყვარელი მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დგანან რიგით ჯარისკაცებად, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

თუმცა იქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე მასწავლებლები, რა აინტერესებდათ მოსწავლეობისას, შეცვლიდნენ თუ არა რამეს, ახლა აბიტურიენტები რომ იყვნენ?

სხვათა შორის, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს თავად პედაგოგებიც არ გაურბიან და etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გულახდილად საუბრობენ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ კოლეგებისთვის საინტერესო საკითხებზეც.

ამჯერად რუბრიკის სტუმარი, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ისაკაძე გახლავთ.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალი,გულისხმიერი,ინოვატორი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასში პასუხისმგებლობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე:

- ყოჩაღი ხარ, ყველაფერი გამოგივა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ჩავაბარებდი პედაგოგიურ ფაკულტეტზე...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები.

- პოზიტიურ, მეგობრულ, ობიექტურ მასწვალებლად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- არის სმენის არმქონე მოსწავლეებთან მუშაობით მიღებული შედეგები - ესაა მასწავლებლის მიღწევაც და წარმატებაც.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჩვენი ქვეყნის ისტორია, ლეგენდები და გმირები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება