სიახლეები
სკოლები

„რემედიაციის ეფექტი ინდივიდუალიზებულ სწავლებაში“- ქუთაისის N12 სკოლის მასწავლებლის - ელისო ჩხიკვაძის საინტერესო სტატია
22-03-2024
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი ელისო ჩხიკვაძე მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო მიდგომასა და მეთოდს იყენებს. 

მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ამჯერად, პედაგოგმა სტატია - „რემედიაციის ეფექტი ინდივიდუალიზებულ სწავლებაში“ მოამზადა. 

ის წერს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ძირითადად ესაჭიროებათ სოციალური ურთიერთობების უნარების გააქტიურება და ყურადღების მობილიზება. ჩვენ მის ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ. 

რემედიაციის ეფექტი ინდივიდუალიზებულ სწავლებაში

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებდი რემედიაციას აუტისტური სპექტრის მქონე სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, რომელთაც ესაჭიროებოდა დახმარება ძირითადი სასწავლო პროგრამის ათვისებაში და ინტენსიური მუშაობა პროგრამით გათვალისწინებული საკითხების აღსაქმელად.

რემედიაციის საჭიროების განსაზღვრის მიზნით აღსაზრდელებს შევასრულებინე ტესტი, რომელიც მოიცავდა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებულ ყველა ძირითად და აუცილებელ სასწავლო საკითხს. მოსწავლეთა მიერ შესრულებული ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს პროგრამით განსაზღვრული საკითხების დიდი ნაწილი არ ჰქონდათ ათვისებული, რაც საჭიროებდა დამატებით მუშაობას. სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე შევიმუშავე რემედიაციის განსახორციელებლად პროგრამა, რაც ძირითადი და სავალდებულო სასწავლო საკითხებით იყო დაკომპლექტებული. მოსწავლეებს რემედიაციის გაკვეთილები უტარდებოდათ სასკოლო დროის შემდეგ, ინტენსიურად, ყოველ კვირაში ორჯერ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. მეცადინეობა მორგებული იყო უშუალოდ აღსაზრდელთა ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს.

როგორც მოგეხსენებათ თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში ინკლუზიური განათლება გულისხმობს ინდივიდუალიზებულ მიდგომებს, რომლებიც ეფუძნება აღსაზრდელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებს, ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, გარემოს და ა.შ. თავის მხრივ სწავლების მეთოდების ინდივიდუალიზება დიფერენცირებული მიდგომების საფუძველია. თავის მხრივ დიფერენცირებული სწავლების ორი ქვემიმართულება არსებობს გარე და შიდა დიფერენცირება. სწავლა-სწავლების მიდგომების თვალსაზრისით გარე დიფერენცირება მოიაზრებს აღსაზრდელთა დაჯგუფებას ჰომოგენური სასწავლო ჯგუფების სახით, სადაც სასწავლო მიდგომების ინდივიდუალიზება ნაკლები ინტენსივობით გამოიყენება, ხოლო შიდა დიფერენცირება აუცილებლობით ითხოვს სასწავლო მიდგომების, სასწავლო თემატიკისა და სასწავლო შინაარსის მოდიფიცირებას და აღსაზრდელთა კომპეტენციების მაქსიმალურ გათვალისწინებას. შიდა დიფერენცირების წარმართვა რთული და შრომატევადია, თუმცა ეფექტიანი და შედეგიანი სასწავლო შედეგების ანალიზიდან გამომდინარე.

ამგვარი მიდგომები საჭიროა განსაკუთრებით ორ შემთხვევაში, როცა მოსწავლეთა შესაძლებლობები დაბალია ჯგუფში განთავსებულ მოსწავლეთა სასწავლო უნარებთან შედარებით და ასევე მაშინაც, როცა აღსაზრდელთა უნარები გაცილებით მეტ დატვირთვას ითხოვს, ვიდრე საშუალოდ სასწავლო ჯგუფისგან სასწავლო პროგრამა ითხოვს. მსგავს შემთხვევებში აქტიურად გამოიყენება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, ანუ საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფერგლებში გაწეული მომსახურება. დიფერენცირებული მიდგომები საჭირო იყო რემედიაციის ჯგუფში შემავალ მოსწავლეებთან, ამდენად შიდა დიფერენცირების პრინციპებმა დიდი დახმარება გამიწია აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალიზებული, პროდუქტიული გაკვეთილის დაგეგმვის საქმეში.

რემედიაციის პროცესი წარმოადგენს  კონკრეტული აქტივობების საშუალებით არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას, სასკოლო-საგაკვეთილო საათების შემდეგ და მას ახორციელებს რემედიატორი მასწავლებელი ანაზღაურების გარეშე.

რემედიაცია ემსახურება დაწყებით საფეხურზე აღსაზრდელის აუცილებელ საჭიროებებს, რომ მომდევნო სასწავლო საფეხურზე მის საფუძველზე მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პროგრამის სრულყოფილი ათვისება.

აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელებს ძირითადად ესაჭიროებათ სოციალური ურთიერთობების უნარების გააქტიურება და ყურადღების მობილიზება, შესაბამისად, ჩემს მიერ რემედიაციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებდა არა მხოლოდ ძირითადი სასწავლო შინაარსის აღქმა-დასწავლას, აგრეთვე სოციუმში ჯანსაღ ინტეგრაციასა და ყურადღების მობილიზაციას. დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებდა ისეთი დავალებების შესრულებას, რომლებიც თანატოლთა თანაჩართულობას მოითხოვდა, ისე რომ ერთმანეთის როლი და მნიშვნელობა დაენახათ აქტივობის შესრულების პროცესში.

ყოველი თვის ბოლოს სპეციალური ტესტის საშუალებით ვამოწმებდი მისაღწევი მიზნის თამასას, შესაბამისად გამოყენებული მეთოდების ეფექტურობასა და შედეგიანი სასწავლო პროცესისათვის აუცილებელ ნიუანსებს, რომ გამეთვალისწინებინა  და სწორად დამეგეგმა პროდუქტიული სასწავლო პროცესი. მონიტორინგის შედეგების ანალიზი დიდ დახმარებას მიწევდა სასწავლო შინაარსის სწორად მართვასა და განსაზღვრაში.

რემედიაციის ფარგლებში მუშაობის შედეგებმა ცხადყო, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან რემედიაციის გამოყენება ეფექტიანი და პროდუქტიულია.

იხილეთ ფოტო:

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ოთხი საგნის სტანდარტი შემუშავდა - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში მიღებულ უმაღლესი განათლების ხარისხისს, დიპლომებსა და სერტიფიკატებს ჩინეთი აღიარებს

განათლების მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს

„დამტკიცდება ინკლუზიური განათლების ახალი, ორწლიანი სამოქმედო გეგმა“ - მინისტრი

მასწავლებელთა დამატებითი და დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება... - კიდევ რა ფუნქციები აქვს მასწავლებლის სახლს

პიროვნება
მომავალში ბევრი რამ შეიცვლება თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.      

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

სკოლები

სკოტ ჰეიდენს უთქვამს, „მასწავლებელს სამი სიყვარული აქვს: სწავლის სიყვარული, მოსწავლის სიყვარული და პირველი ორი სიყვარულის შეკრების სიყვარული“...

კალიგრაფია - შემოქმედებაა... ქართული ანბანი რომ ასეთი ლამაზია, ესეც კალიგრაფების შემოქმედებაა

ინგლისური ენის ზეიმი ვარდისუბნის საჯარო სკოლაში
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები
საზოგადოება