| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ასევე მოეწყო შემეცნებითი საუბარი. პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
აღსანიშნავია, რომ ბორბალოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს