TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს 
18-03-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გახალისებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიამოვნებით ერთვებიან. 

ამჯერად, დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს  მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს დედის პორტრეტები და მისალოც ბარათებთან ერთად, დედიკოებს მიართვეს, რამაც დღე მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა. 

„როგორც გაზაფხული იწყება მარტით, ისე თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე იწყება დედით. დედა ყველაზე ტკბილი სიტყვაა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამთ ჩვენს ბაგეებს“, - ეს სიტყვები, ლაიტმოტივად, გასდევდა ღონისძიებას, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება