მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ანაბასისში“, მოსწვალეებისთვის ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესის შეთავაზებასა და მათ მხარდაჭერას ჩაერთონ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ გლობალურ ინიციატივებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ენერგეტიკის განახლებად წყაროებზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო ვებინარზე წარადგინეს, მათ მასწავლებელი ეკატერინე ორბელაძე ხელმძღვანელობდა.
„აკადემიური გლობალური საერთაშორისო უნივერსიტეტი IIU შექმნილია ახალგაზრდობის, ცოდნის, ხედვის, განათლების გაზიარების მიზნით. ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ჩვენი თანაქალაქელია - ქალბატონი ინგა ხარჩილავა, რომელიც არაერთი ადამიანის მოტივატორია, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გააცნონ უცხოელ თანატოლებსა თუ კოლეგებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
„ანაბასისის“ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ეკატერინე ორბელაძის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს და ინგლისურ ენაზე საინტერესოდ წარადგინეს განხორციელებული პროექტის - „ენერგიის განახლებადი წყაროები“, პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ენერგეტიკა არის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების ცენტრში. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე. განახლებადი ენერგიის უპირატესობა ის არის იგი ამოუწურავია.
მომხსენებლებმა მიიღეს მაღალი შეფასება და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით მასწავლებელთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, იმავე პროექტის პრეზენტაცია უკვე ქართულ ენაზე თანატოლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, თავიანთი ხედვა ენერგიის განახლებად წყაროებზე და მათი განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში.
დამსწრე საზოგადოებამ, პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ვებინარებში და ითანამშრომლონ უცხოელ თანატოლებთან.
სკოლაში, გლობალურ პლატფორმაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ მე-10 კლასელ მოსწავლეებს: ანი ჭანტურიძეს, ანზორ მაღლაკელიძეს, საბა ბახტაძეს, დათა კუპატაძეს, ბიძინა ლილუაშვილს, ლადო ხურციკიძეს, ალექსანდრე ხუსკივაძეს, სანდრო ვარდოსანიძეს, ბექა ფერაძეს და მათ პედაგოგს ეკატერინე ორბელაძეს.
სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდიან გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვებინარი:მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონზე მეტი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ თანამშრომელი დაკავებულია
გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ მობილობის შედეგების ნახვის მერე, შეგიძლიათ თუ არა მობილობაზე უარის თქმა და რა შემთვევაში დაგიბრუნდებათ მობილობაში გადახდილი თანხა
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
„ტრადიციად გვაქვს, პატარებს სასწავლო წლის დაწყებამდე ვაცნობთ გარემოს და ადაპტაციაში ვეხმარებით“
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს