TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა საინტერესო მაკეტები შექმნეს 
14-03-2024
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში, ხელოვნების და ქრაფთის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თემაზე - „გარემოზე ზრუნვა - მწვანე არქიტექტურის კონცეფცია საკუთარ ნამუშევარში“ საინტერესო აქტივობა ჩატარდა. აქტივობაში, III, IV, VI და VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროგრამის საკვანძო კითხვა - როგორ წარმოვაჩინო მაკეტში მწვანე არქიტექტურის მახასიათებლები? - გახლდათ.

მოსწავლეებმა მოწვეულ უფროსკლასელ ექსპერტებს უჩვენეს ნამუშევრებში მწვანე არქიტექტურის კონცეფციის ერთი ან რამდენიმე მიმართულება, კერძოდ:

  • მზის, ქარის პანელურ ენერგიაზე მომუშავე სისტემები და ბუნებრივი ვენტილაცია;
  • შენობის ასაგებად მეორადი მასალის გამოყენება;
  • ორგანულ, მწვანე გარემოსთან ინტეგრირება(ადგილის შერჩევა, მწვანე საფარზე ზრუნვა, დაცვა, შენარჩუნება);
  • ინტერიერის დიზაინში დღის განათების მაქსიმალური გამოყენება.

„ასევე მათი აქტიური ჩართულობით მოეწყო ნამუშევრების „შოურუმი“, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ნამუშევრები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეულმა უფროსკლასელმა ექსპერტებმა წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების თანახმად შეარჩიეს ორი გამარჯვებული ნამუშევარი, ხოლო დანარჩენი წარჩინებული მონაწილეები კონკრეტულ ნომინაციებში გამოარჩიეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება