| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებს მორგებულ, შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი ხასიათის სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს.
სკოლაში ჩატარებულ საინტერესო აქტივობებს შორის, აღსანიშნავია მე-9 კლასის მოსწავლეთა შექმნილი კედლის გაზეთი - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“.
მოსწავლეებმა გაზეთი, 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით შექმნეს, მასზე დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
გაზეთზე მუშაობისას, მოსწავლეები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს გაეცნენ, მოიძიეს მათთვის უცნობი ინფორმაციები და გაიღრმავეს ცოდნა, დაგროვილი ინფორმაცია კი, ერთმანეთს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერიკო კოკოლაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი V კლასის დამრიგებელი მაყვალა ბურდული გახლდათ
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა