| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, შემეცნებით-გასართობი აქტივობების ფარგლებში, გიმნაზიის IV ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოზარდებმა, მუზეუმში დაცული ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები მოინახულეს.
მათ ასევე მოისმინეს გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.
„კიდევ ერთი საინტერესო კლასგარეშე აქტივობა ჩაიწერა მოზარდების მეხსიერებაში“, - განმარტავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას