TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ს სტუდენტები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთვებიან
20-02-2024
-
+


მიმდინარე წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას იწყებს.  სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე,  KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკისგან მოიპოვონ სწავლის 30%, 50%, 70% ან 100% დაფინანსება. 

პირობების თანახმად დაფინანსება შეიძლება მიიღონ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და წინა სემესტრის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 24 ECTS კრედიტი. ასევე, იმ სტუდენტებმა, რომლებიც  წარმატებით მონაწილეობენ  KIU  ექსტრაკურიკულურ აქტივობებში. 

სასტიპენდიო პროგრამა KIU-სა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გასულ წელს მოაწერეს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური სპეცილისტების ჩამოყალიბებისათვის პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას. 

თანამშრომლობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების პროგრამების, კონკურსებისა და შეჯიბრებების, ასევე, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. შედეგად, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ ბანკის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს, დაეუფლონ ახალ უნარებს და ცოდნას, და მომავალში დასაქმდნენ კიდეც  საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. მიმდინარე სემესტრიდან ჩვენი სტუდენტები ასევე ჩაერთვებიან საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში. ბიზნესსა და განათლების სექტორებს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება