სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორი იქნება მომავლის სკოლის მოდელი - Google-ის თანადამფუძნებლის განმარტება 
28-04-2024
-
+


დღევანდელ რელობაში სკოლები და ზოგადად განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, საინტერესოა, როგორ შეიძლება ფორმირდეს სისტემა გლობალურ პერსპექტივაში და როგირი იქნება მომავლის სკოლის მოდელი? - ამასთან დაკავშირებით ლარი პეიჯი, Google-ის თანადამფუძნებლის მოსწაზრებას გიზიარებთ. 

ის აღნიშნავს: „ადამიანთა უმეტესობას არ აქვს განათლებული აზროვნება. სწორედ ამიტომ დავხარჯეთ ამდენი ენერგია Google-ში დამოუკიდებელი მოაზროვნეების დაქირავებაში და დიდი მიზნების დასახვაში. იმიტომ, რომ თუ საკმარისად დიდი ოცნებების მქონე სწორ ადამიანებს დაიქირავებ, ჩვეულებრივ მიხვალ მიზნამდე“. 

მისი თქმით, დღევანდელ სამყაროში ექსპერიმენტები, ახლის ძიება, ინოვაციური მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია განათლებული თაობის ფორმირებისთვის. ლარი გამოყობს მსოფლიოს ზოგიერთ ინოვაციურ სკოლაში დანერგილ ტენდენციებს, ესენია:

ფოკუსირება ჩართულობაზე:  მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ ამბიციები და მიზნები.

პროექტზე დაფუძნებული სწავლა: გამოცდებზე აქცენტის ნაცვლად, აქცენტი კეთდება „გადაწყვეტილების“ მიღებაზე, რომლებიც ორიენტირებულია საზოგადოების გამოწვევებზე, გადაწყვეტილებების პოვნაზე და პოზიტიური გავლენის მოხდენაზე.

კურსორკულარული სწავლა და სწავლება:  სკოლები სწავლისა და პრობლემების გადაჭრის მიმართ ინტერდისციპლინურ მიდგომას ატარებენ და ნაკლებად კეთდება აქცენტი საგნებსა და განრიგებზე.

პერსონალიზებული სწავლა: სტუდენტებს აქვთ პერსონალიზებული პლეილისტები და ინდივიდუალური სასწავლო გზები, რომლებიც ითვალისწინებს მათ პირად საჭიროებებსა და ინტერესებს.

ახალი ურთიერთობები: მასწავლებელი არ არის მხოლოდ საგნის სპეციალისტი, არამედ არის მენტორი, მრჩეველი და ფასილიტატორიც. შესაბამისად მისი როლი სწავლების პროცსში უპირველესია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში, მოსწავლეებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ამაისთვის აღარ დასჭირდეთ მასწავლებელი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლის როლი არა მხოლოდ საგნის სწავლებით შემოიფარგლებოდეს, არამედ მოსწავლისთვის მეტად ღირებულ ფირად ჩამოყალიბდეს. 

შეფასების ახალი ფორმები: ნაკლები ყურადღება ეთმობა შემაჯამებელ გამოცდებს და მეტი ყურადღება ეთმობა პორტფოლიოს, პრეზენტაციისა და „არტეფაქტების“ შექმნას სწავლისა და უნარების დემონსტრირებისთვის. 

ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა: ყველაზე ფუტურისტული, ინოვაციური და წინდახედული სკოლები აღიარებენ ნეიროგანათლებისა და გონება-ტვინის სწავლის მნიშვნელობას და თავიანთ პედაგოგიკას ემყარება ნეირომეცნიერების უახლეს კვლევის შედეგებს.

ლარი გამოყოფს მომავლის სკოლებისა და ახალი საგანმანათლებლო მოდელების მაგალითებსაც: 


„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“. ამის ერთადერთი რეალური, მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გზა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის გამოსწორებაა“, - აღნიშნავს ლარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება