| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ახლახან, ეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ეს დღე მშობლებსა და მასწავლებლებს.
ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი - მარინა ხოფერია, ინგლისური ენის მასწავლებელი დალი ცხვიტავა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ეკის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ინეზა მაშავამ. დეკორაციის შექმნაზე კი იზრუნა მანანა ადამიამ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას