სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველი სკაუტების ორგანიზებულ გასართობ-შემეცნებით აქტივობას შეუერთდნენ
13-03-2024
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლის - ლიზი ლომიძის ინიციატივით, სკოლის აქტიური მოსწავლეები და ეკოკლუბ „ეკომცველების“ წევრები საქართველოს სკაუტების მიერ ორგანიზებულ გასართობ-შემეცნებით აქტივობაში - City Game ჩაერთნენ. 

City Game მიმდინარეობდა მზიურის პარკის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათ შეეჯიბრნენ და სხვადასხვა დაბრკოლება გადალახეს. 

სკოლის ჯგუფებს ჰქონდათ სხვადასხვა სახის დავალება, რომელიც გულისხმობდა როგორც ფიზიკურ აქტივობას ასევე კითხვებზე პასუხების გაცემას. თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ეკოკლუბელებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და დამსახურებული ქულებიც მოიპოვეს. 

„მადლობას ვუხდით, საქართველოს სკაუტებს ასეთი შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისთვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეების ჩართვისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება