სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები შთამბეჭდავად მიულოცეს 
13-03-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თავად ქმნიან დღესასწაულებს.

ამჯერად, პედაგოგების: ელზა ჩიხლაძის, თეონა იობიძისა და სოფიო თედორაძის თაოსნობითა და მოსწავლეთა მონაწილეობით, საზეიმოდ, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით შეამკეს.

„დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სიწრფელით, სიყვარულითა და სითბოთი გათანგული ლექსებითა და ხატოვანი სიტყვებით მოეფერნენ დედებს. მათ გამორჩეულობასა და ერთადრთობას გაუსვეს ხაზი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საყვარელი დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს და მათ დიდი ენთუზიაზმით გადასცეს.

„ხელოვნების პედაგოგ ნატალია მაღლაფერიძის მხარდაჭერით მოსწავლეებმა დედები დაასაჩუქრეს თავინთი პატარა ხელებით, დიდი რუდუნებით, სიყვარულით დამზადებული მისალოცი ბარათებითა და მეწარმეობის კლუბის მუშაობის ფარგლებში ულამაზესი ბისერებით აწყობილი სამაჯურებით.(კურატორი სალომე თედორაძე)“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო.

მოსწავლეებმა ემაგრანტი დედებითვის განკუთვნილი საჩუქრები, მოამზადეს, რომლებიც გაიგზავნება იტალიასა და ისრაელში.

ღონისძიებაში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი უფროსკლასელები. მათ საინტერესო პრეზენტაცია „ცნობილი ქალების კვალდაკვალ“ მოამზადეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს 8 მარტის, როგორც ქალთა საერთაშორისო დღის, ისტორიასა და მნიშვნელობაზე. მათ, ასევე საზოგადოებას გააცნეს მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ქართველი თუ უცხოელი ქალების შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ, სახელმწიფო, პოლიტიკურ, მეცნიერულ, პედაგოგიურ თუ თეატრალურ საქმიანობებში. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათი განათლება, გამბედაობა და შეუპოვრობა განსაკუთრებით აღინიშნა ამ დღეს.

„ღონისძიებას საოცარი ხიბლი შესძინეს დედებმა, რომელთა თვალებიდან სიხარულის, სიყვარულისა და იმედის სხივები კრთოდა და ანათებდა ირგვლივ ყოველივეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონებს ამ დღეს და უსაზღვრო ბედნიერებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება