სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე ინკლუზიური სწავლების გერმანულ მოდელს გვაცნობს
13-03-2024
-
+


ბათუმის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ეცნობა მსოფლიო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას სასწავლო პროცესში ნერგავს. 

ამჯერად, მასწავლებელი ინკლუზიური სწავლების გერმანული მოდელით დაინტერესდა, რომელსაც საგაზაფხულო არდადეგებზე ქვეყანაში ვიზიტისას გაეცნო. 

„საგაზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში ინკლუზიური სწავლების პრინციპებით დავინტერესდი. ვესაუბრე რამდენიმე სკოლის მასწავლებელს და შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებს. აღმოჩნდა, რომ გერმანიის უმეტეს ფედერალურ მიწაზე არსებობს ერთიანი სკოლა (Gesamtschule), რომელიც მოიცავს სკოლის სამივე საფეხურს. ხშირად, ამ სკოლაში კლასები ცალკეულ საგნებში (მათემატიკა, ინგლისური და გერმანული) იყოფა მოსწავლეთა ცოდნის დონის მიხედვით.

Gesamtschuleს ყველაზე მაღალი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ყველანაირი ფორმის სკოლის დასრულების მოწმობას. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთა მოთხოვნებსაც ჩვეულებრივი სკოლები ვერ აკმაყოფილებს, არსებობს მათი საჭიროებების შესაბამისი „დამხმარე სკოლები“ („Förderschulen“), „დამხმარე ცენტრები“ („Förderzentren“) ან „სკოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ბევრ მიწაზე ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევს სსსმ ბავშვებს, განათლება ჩვეულებრივ სკოლებში მიიღონ. დავრწმუნდი, რომ ინკლუზიური განათლებას საქართველოში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა და ამ კუთხით არავის არ ჩამოვრჩებით, თუმცა გერმანიაში გარემო იმდენად ინკლუზიურია, რომ შშმ პირს ნებისმიერი სერვისით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია და იმედი მაქვს რომ მალე საქართველოშიც შშმ პირებისთვის ყველგან ნულოვანი ბარიერი იქნება და ისინიც შეძლებენ ადაპტირებულ გარემოში დამოუკიდებელ ცხოვრებას!“,- გვიყვება პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება