| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო და 14 მარტს სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის შესახებ etaloni.ge - საც ეწერა, საზოგადოების მხრიდან ინტერესი, ნამდვილად 15 მარტს იწყება თუ არა საჯარო სკოლებში სწავლა, დიდია.
იქიდან გამომდინარე, რომ 15 მარტი პარასკევი დღეა, სასკოლო საზოგადოების მხრიდან არა ერთი კითხვა შემოგვივიდა, ხომ არ შევიდა ერთჯერადი ცვლილება არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და სწავლა 15-ის მაგივრად, 18 მარტს ხომ არ დაიწყება - სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება გადავწყვიტეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს - „საგაზაფხულო არდადეგები 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, სწავლა კი როგორც ცნობილია, 15 მარტს დაიწყება და არავითარი ცვლილება ამ მხრივ არ არის“.
აღასნიშნავია ისიც, რომ პედაგოგებმა e-flow-ში სამინისტროსგან სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიიღეს. როგორც წერილშია აღნიშნული საჯარო სკოლებში სწავლა 15 მარტს განახლდება.
გაეცანით, 2023-2024 სასწავლო წლის კალენდარს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა