სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
12-03-2024
-
+


2024 წლის 12 მარტი - ათასწლეულის ფონდი აცხადებს 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის. 

კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: 

  • კოსმოსი და ავიაცია
  • კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
  • გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
  • ჯანდაცვა და კვება
  • გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ)
  • რობოტექნიკა

კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური. 

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში  მიიღონ განათლება.

 პროექტის მიზანია გამარჯვებულები დააკავშიროს წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, მათ შორის განამტკიცოს  სამომავლო პარტნიორობა, გამოცდილებისა და ცოდნის მიღების მიზნით.  

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას ღებულობს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.  

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

კონკურსში დღეისათვის სამი ათასამდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2024 წლის კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე აქ. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 
2024 წლის 15 აპრილი. 
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგვეხმიანეთ mia@millennium.org.ge   


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება