სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული, დედა“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ამაღელვებელი ღონისძიება 
11-03-2024
-
+


ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

„სითბო და სიყვარული, დედობა, სიხარული, ალბათ, ეს გაზაფხულის მაუწყებელია. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ დედობისა და სილამაზის დღესასწაულს, მაშინ გაზაფხულის ამინდის მოზაიკა დასრულდება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც დედის დღესთან დაკავშირებით მე-2ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ანა კარსლიანის ინიციატივით, გამართეს ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული, დედა“.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

„თბილი განწყობა, გულწრფელი ღიმილი, გაზაფხულის ნათელი ფერები - სწორედ ეს გახდა ღონისძიების მოკრძალებული თანამგზავრი“,- გვეუბნებიან სკოლაში და გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ყველა ქალბატონს ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება