TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი შესაძლოა მომავალი სასწავლო წლიდან არ დაინერგოს - მინისტრი სავარაუდო ვადებს ასახელებს
11-03-2024
-
+


მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, უპასუხა კითხვას - თუ როდისთვის უნდა ველოდოთ ზოგადი განათლების განახლებულ სტანდარტს, რომელიც წესით ახალი, 2024-2025 სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს სკოლებში (როგორც იყო დაანონსებული).

გიორგი ამილახვარის განმარტებით, ეს კომპლექსური პროცესია და შესაძლებელია, ვადებმა 2025-2026 სასწავლო წლისთვის გადაიწიოს.

„რეალურად ამ რეფორმას თავისი დრო სჭირდება. დანერგვის პერიოდი, პირდაპირ გეტყვით, არ არის ჯერ განსაზღვრული. ეს უბრალოდ მოსაზრების დონეზეა, რომ თუ შესაძლებელი იქნება დავიწყებთ 2024 წლიდანვე, თუმცა შეიძლება 2025 სასწავლო წლამდეც გადაიწიოს. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ აქ რამდენიმე მიმართულებაა - პირველი, ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა, ასევე საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მოსაზრების მიღება, მათი ანალიზი და შესაბამისად, ამ დოკუმენტის დაზუსტება. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცება, საიდანაც უკვე გამომდინარეობს ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი, რომლის პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, როდესაც უკვე დამტკიცება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მყისიერად მოგვიწევს ყველა განახლებული სასკოლო საგნის სტანდარტის დამტკიცება. დაახლოებით ვსაუბრობთ ორთვიან ვადებზე, სადაც თუ რაიმე ხელისშემშლელი არ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ბარიერები, დამტკიცდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, შემდგომ უკვე სასკოლო განახლებული სტანდარტები, რის შემდეგაც დაიწყება სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. აქ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თავად პროცესი გვაჩვენებს და ის მოცულობა, რომელსაც სტანდარტები დაადგენს, ეს ყველაფერი ძალაში შევა მიმდინარე სასწავლო წლიდან თუ მომავალი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება