TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები ონლაინ რეჟიმში ისწავლიან - უცხოეთის უნივერსიტეტში დისტანციურად მიღებული განათლება აღიარებული იქნება 
11-03-2024
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი. კერძოდ, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება. ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას. აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს.

ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.

სიახლეა ისიც, რომ დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:

1. იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას.

მნიშვნელოვანია, რომ განხილული კანონპროექტების თანახმად, განისაზღვრება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და დაევალება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის, რაც მათ მომავალში სრულიად ახალი სწავლების მოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხილული კანონპროექტების თანახმად, ასევე განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება