სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული შემოსულა, ლენ“ - მრავალფეროვანი ღონისძიება გვარას საჯარო სკოლაში
11-03-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა, ლენ“, გაიმართა. 

ღონისძიება დედის დღესა და 8 მარტს მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეებმა, დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს, მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მიუძღვნეს და ლექსები მხატვრულად წაუკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჟუჟუნა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა. 

„და მას მოჰყოლია ზღვა სიხარული და სიყვარული, სიცოცხლე და სიხალისე. დედის დღე და ზოგადად, ქალთა დღე წარმოუდგენელია წელიწადის სხვა დროს, რადგან გაზაფხულივით მშვენიერი და ტურფაა დედა და ქალი. სწორედ ამ ჰანგებს უგალობდნენ დედებს გვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეფერებოდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ და უმღეროდნენ დედებსა და გაზაფხულის მოსვლას...“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება