სიახლეები
სიახლეები

ვფიქრობ, 18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოვიდნენ გამოცდაზე - სოფო გორგოძე 
01-07-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდი ყოველთვის ვნებათაღელვით არის ხოლმე სავსე როგორც თავად აბიტურიენტებისთვის, ისე მათი მშობლების, ახლობლებისა და გულშემატკივრებისთვის.

აბიტურიენტებს წელსაც ტრადიციულად გარეთ ელოდებიან გულშემატკივრები, რომელთა ნაწილიც ტროტუარებზე გარეთ მზეში ზის. რატომ არ არის წელს მშობლებისთვის მოწყობილი საგამოცდო გარემო, თუნდაც, ისე როგორც გასულ წელს იყო, როცა მერიამ მომლოდინეებს სკამები დაუდგა და ამით მათ შედარებით გაუადვილდათ ლოდინის პროცესი. ამ კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს მიმართა.

„რაც შეეხება სკამებს, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, წინა წელსაც თავიდან არ იყო და შემდგომ დადგეს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ასობით მშობელი მოდის და ეს სკამები მაინც არ არის საკმარისი. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის შევქმნათ ყველა პირობა.

მშობლებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ აქ იყვნენ და დაელოდონ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 18 წლის ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოვიდნენ გამოცდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვუშლით დალოდებას და ამის შესაძლებლობა მშობლებს აქვთ. ამასთან, ყველა ტერიტორია არის ისეთი, სადაც ახლომახლო არის კაფე ან პარკი ან გასასვლელი და მშობლებს შეუძლიათ იქ გადაინაცვლონ თუ ცენტრთან დიდხანს ვერ გაჩერდებიან. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ, 1 000 აბიტურიენტს იღებს თითოეული ცენტრი და  შეიძლება 500 მშობელი მოვიდეს და ასეთი პირობები არ გვაქვს და იმედია გაგვიგებთ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი 

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება