სიახლეები
სიახლეები

სასკოლო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას - მიხეილ ბატიაშვილი გიგი უგულავას პასუხობს
23-01-2019
-
+


„მოსწავლეთა ზოგადსანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი უსაფრთხო გადაადგილება უმნიშვნელოვანესი საკითხია“.

ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა. უგულავას ცნობით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. 

„სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს, რათა აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს. ეს პრობლემა გადაიჭრება და ჩვეულებრივად აღდგება ის რეჟიმი, რომ სკოლებში ბავშვების ტრანსპორტით მიყვანა მოხდება ძალიან სწრაფად ყოველგვარი პრობლემის გარეშე“,-ამბობს ბატიაშვილი.

ტენდერის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით კი ბატიაშვილმა აღნიშნა: „მოგეხსენებათ, რომ არის რეგულაციები. ერთია კანონის მოთხოვნა, თუმცა, ისიც გვესმის, რომ კანონის მოთხოვნასთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ეს პრობლემა. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი კანონიერების ფარგლებში,  რომ ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდეს“.

გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა. 

„ფაქტი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ 14 იანვარს სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ყველასთვის ცხადი იყო, წარმოუდგენელია აღნიშნული ტენდერი ჩატარებულიყო 28 დეკემბერს. 10 იანვარს ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, რაიონის მერებმა 21 იანვარს - სასწავლო პროცესის განახლების დღეს დაიწყეს გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, რაც ასევე მიანიშნებს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეთათვის პრობლემა რაიონების უმრავლესობაში კვლავ მოუგვარებელი დარჩება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ქაოსის წინაპირობა მხოლოდ პრემიერის დადგენილებაა, რომელიც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებით 29 აგვისტოს გამოიცა. ამ დრომდე საგარეჯოს რაიონის ლამბალოს სკოლაში, ტრანსპორტის არარსებობის გამო, მოსწავლეები 10 კილომეტრით დაშორებული სოფელი კაზლარიდან ფეხით მივიდნენ .

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. მთავრობამ უნდა იზრუნოს, რაიონებში მოამზადოს კადრები, რომლებიც ადგილზე უფრო ეფექტურად და ოპერატიულად შეძლებენ ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტას. ეს არის მაგალითი იმისა, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არაკომპეტენტურმა მთავრობამ, რომელმაც არ იცის და არ უნდა ისწავლოს არაფერი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ქულების გასაჩივრებას 19 დეკემბრიდან შეძლებთ

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება

„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“ 

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები

სკოლა ულოცავს დასს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის რეჟისორ დათიკო დარსალიასა და პედაგოგ დათო შენგელიას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს

ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში“

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება