| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჭადრაკის მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ სემინარს თემაზე: „ჭადრაკის გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვა“.
ონლაინ სემინარი გაიმართება 2025 წლის 19 დეკემბერს, 17:00 საათზე.
სემინარის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება:
ჭადრაკის გაკვეთილზე მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და სხვა დამხმარე საჭადრაკო ონლაინ რესურსების ეფექტურად გამოყენების გზები;
გაიმართება პრაქტიკული მაგალითების დემონსტრირება;
საკლასო თამაშებში მოსწავლეთა ჩართულობის მეთოდები.
სემინარს წარუძღვება:
გიორგი გიორგაძე - საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი.
სემინარის ფასილიტატორი:
ნინო გორდეზიანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების ქვეპროგრამის მენეჯერი.
სემინარი ჩატარდება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე.
დასასწრებად, მითითებულ დროს გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MGI4ZTZkY2UtMDc0OS00MThkLWI5N2MtMjk1NDE3MmNhNzZi%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%22a78b608d-ba74-4fca-921a-7bb2b6ddac3d%22%7d
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას