სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა
07-12-2025
-
+


მკვლევარებმა მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესზე ChatGPT-ის გავლენა შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ, შესაძლოა, ცოდნის შეძენაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ Popular Science წერს.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თურქეთში, საშუალო სკოლის ათასამდე მოსწავლის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს. მონაწილეები სამ ჯგუფად გაანაწილეს: პირველმა ჯგუფმა დავალებები დამოუკიდებლად შეასრულა, მეორემ დახმარებისთვის ChatGPT გამოიყენა, ხოლო მესამემ მიმართა ChatGPT-ის სპეციალურ ვერსის, რომელიც დავალებების გადასაჭრელად მინიშნებებს იძლეოდა. 

მოსწავლეები ასრულებდნენ ერთნაირ მათემატიკურ დავალებებს ოთხი საგაკვეთილო ციკლის განმავლობაში, რომელთაგან თითოეული 90 წუთი გრძელდებოდა. შედეგების ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის მოსწავლეებმა, რომლებმაც ChatGPT გამოიყენეს, ამოხსნეს 48%-ით მეტი დავალება, ვიდრე მათ ვინც დამოუკიდებლად მუშაობდა. ხოლო ჯგუფს, რომელსაც ChatGPT-ისრეპეტიტორული“ ვერსია დაეხმარა, 127%-ით მეტი სწორი პასუხი ჰქონდა.

თუმცა, დამატებითი ტესტირების დროს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარების გარეშე ჩატარდა, მოსწავლეებმა, რომელთაც წინა შემთხვევაში ChatGPT გამოიყენეს, უარესი შედეგები აჩვენეს ვიდრე მათ, ვისაც წინა ჯერზეც არ მიუმართავს ტექნოლოგიებისთვის

ეს კი მიუთითებს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულებამ შესაძლოა შეასუსტოს მოსწავლეები უნარი, დამოუკიდებლად გადაჭრან პრობლემები.

მკვლევარების თქმით, ხელოვნური ინტელექტის იმედზე მყოფი მოსწავლეები არ ცდილობენ მასალის გაგებას, ისინი უბრალოდ ეძებენ მზა პასუხებს. რაც იწვევს, იმას რომ მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის უნარები არ უვითარდებათ, მათგან განსხვავებით, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს. 

გარდა ამისა, ChatGPT-ის დაშვებულმა შეცდომებმაც იმოქმედა შედეგებზე. შემთხვევათა 8%-ში ბოტმა არასწორი გამოთვლები გააკეთა, ხოლო 42%-ში პრობლემების გადასაჭრელად მცდარი ნაბიჯები გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის „რეპეტიტორული“ ვერსია შეცდომების დაშვების ნაკლები ალბათობით გამოირჩეოდა, ამან საერთო სურათი არ შეცვალა: მოსწავლეებს ხშირად ჰქონდათ საკუთარი ცოდნის შესახებ გაზვიადებული წარმოდგენა, რაც იწვევდა საკუთარი შედეგების გადაჭარბებულ შეფასებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება