| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

29 დეკემბერს საქართველოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრი სრულდება. თუმცა სანამ საახალწლო არდადეგები დაიწყება, პედაგოგებს არაერთი საორგანიზაციო საკითხის მოწესრიგება მოუწევთ; მათ შორის შესაბამისი მონაცემების სრულად ასახვა ელექტრონულ ჟურნალში, ასევე სემესტრული აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეჯამება და ა.შ.
დადგენილია ვადებიც: მიუხედავად იმისა, რომ არდადეგები 29 დეკემბერს იწყება, ელექტრონული ჟურნალის წარმოება სრულდება 26 დეკემბერს; ასევე რეკომენდაციაა, მოსწავლეთა პირადი საქმე პირველი სემესტრის დასრულების ბოლო კვირას გადაიხედოს. გარდა ამისა, უცნობია ჟურნალის დახურვის ვადები - როგორც წესი მასწვალებლებს შეფასებების კორექტორებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ორკვირიან პერიოდს ანიჭებს (გასული წლების პრაქტიკებიდან გამომდინარე).
ხოლო საბაზო/ საშუალო კლასში შემავალი საგნების პედაგოგებმა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა შეფასებასა და გაცდენების რაოდენობას, უნდა გადასცენ კლასის დამრიგებლებს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას