| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლისთვის - ეს ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია და როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კონცეფციის წარდგენისას აღნიშნა, შერჩეული ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე იმუშავებენ.
განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მედიასთან განმარტა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი: „ბმა საგანთა შორის, ერთი საგნის ჭრილშიც კი, იყო აბსოლუტურად დარღვეული... ბავშვებს ჰქონდათ განცდა, რომ მათთვის არაშესაფერის ენაზე იყო გადმოცემული მასალა და შედეგად თვითშეფასება უდაბლდებოდათ“...
კერძო სკოლები ვალდებულნი იქნებიან, სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოთი ასწავლონ
მახარაშვილის თქმით, ექსპერტების, საგნის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნება ჯგუფები, სადაც ასევე აუცილებლად იქნებიან პრაქტიკოსი მასწავლებლები:
„სამინისტრო დაწერს ახალ სახელმძღვანელოებს - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში“...
„შევქმნით ჯგუფებს და რაც მთავარია, აქ ჩართული უნდა იყოს პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდებათ ბავშვებს საკლასო ოთახში, როგორი მეთოდოლოგიით უნდა იყოს სახელმძღვანელოში მასალა წარმოდგენილი... თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას