სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში ვადაგასული საკვები აღმოაჩინეს - მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე კომპანია დააჯარიმეს
17-12-2025
-
+


ბოლო პერიოდში გახშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევები, რომლებიც სკოლებსა თუ ბაღებში საკვების უსაფრთხოებას ეხება.

ახლახან, სოციალურ ქსელში გავრცელდა სააგენტოს ოფიციალური წერილი, სადაც საუბარია, რომ 3 დეკემბერს, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შემოწმებულ კერძო სკოლა „აისში“, აღმოაჩინეს დარღვევები: საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, არასასიამოვნო სუნი,  ხოლო ბიზნესოპერატორის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - საუბარია ვადაგასული სურსათის რეალიზებაზე.

„2025 წლის 3 დეკემბერს თბილისის დეპარტამენტში შემოვიდა თქვენი (სატელეფონო) შეტყობინება №47636. თქვენი განმარტებით დიდ დიღომში, დავარის ქუჩა N64-ში მდებარე კერძო სკოლაში აისი". დარღვეულია პიგიენური ნორმები (საკვებს აღენიშნება მძაფრი არასასიამოვნო გემო). ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნულ სკოლაში არ ხდება არანაირი სახის სურსათის დამზადება და, რომ სკოლას სურსათით ამარაგებს მპს „ელიტარული კვება" (ს/კ: 200245261, მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის გამ. N31).

2025 წლის 5 დეკემბრის დავალების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა შპს „ელიტარული კვების“(მზა კერძების წარმოება, ს/კ 200245261; მის: ქალაქი თბილისი, პეკინის გამზ. N31) კუთვნილ ობიექტზე. სახელმწიფო კონტროლის დროს დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის ფაქტი. შპს „ელიტარული კვება“ დაჯარიმდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ N65 მუხლის 1-ელი ნაწილის, N66 მუხლის მე-6 ნაწილის, N67 მუხლის 1-ელი ნაწილისა და N66 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე და კონკრეტული საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა მითითებები შესაბამისი გონივრული ვადის გათვალისწინებით“.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოთხი ზღაპარი გურამ პეტრიაშვილის - „პატარა ქალაქის ზღაპრებიდან“:

დღეს თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცოდნისა და წარმატების გზაზე

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება