სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა
15-12-2025
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის აქვს მეორე სამსახურში მუშაობის უფლება, სპეციალობების მიხედვით, ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მნეს, ექიმს, ლოგოპედს, სოცმუშაკს, ოკუპაციურ თერაპევტს შეეძლება, შეითავსოს მეორე სამსახური:

ექიმი − უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის: პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების გეგმის შემუშავება; ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკური მასალის/სისხლის აღება და ლაბორატორიული კვლევების კვალიფიციური შესრულება, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით; დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება, დადგენილი გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით; პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა; პაციენტის ინფორმირება დიაგნოზთან, საჭირო პროცედურებსა და მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით; მიღებულ პაციენტთა შემდგომი მეთვალყურეობა; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია; ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანა; პირველადი კარდიოლოგიური დახმარება, კარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება, კლინიკიდან კლინიკაში ტრასპორტირება), მანიპულაციების გაკეთება ბინაზე (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის  კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება-შეცვლა; სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა; ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სხვადასხვა დარგის ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობა სამედიცინო ექსპერტიზაში მისი სპეციალობის შესაბამისად და, კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტიზის წინაშე დასმული საექიმო საკითხების გადასაწყვეტად; სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, კლინიკური დირექტორისა და მათი მოადგილის მიერ იმავე ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში საექიმო საქმიანობის განხორციელება;

ფიზიკური თერაპევტი/ოკუპაციური თერაპევტი − ექიმი-რეაბილიტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე დანიშნული და დაგეგმილი პროცედურების შესრულება; პაციენტისთვის ფიზიკური და ფუნქციური შესაძლებლობების განსაზღვრა სხვადასხვა გარემო პირობებში; პაციენტისთვის ინდივიდუალური სამკურნალო/სავარჯიშო პროგრამის შედგენა; ექიმ-რეაბილიტოლოგთან ერთად რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგის შეფასება და რეკომენდაციის გაცემა; სხვადასხვა ინტეგრირებული სპორტული სახეობის მხარდაჭერა სამკურნალო/სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმართულებით; პაციენტისთვის ინდივიდუალური, ადაპტირებული გარემო პირობების შექმნის რეკომენდაციის გაცემა;

მნე  −  შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური მოვლა; საერთო სივრცეების (კაბინეტები, დერეფნები, დარბაზები, ეზო) მოწესრიგების უზრუნველყოფა; მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება; სამეურნეო და საოფისე ინვენტარის აღრიცხვა და მოწესრიგება; რაოდენობრივი მარაგების (მათ შორის: სამეურნეო-საკანცელარიო, კვების, თეთრეულის, რბილი და მაგარი ინვენტარის) კონტროლი და შევსების უზრუნველყოფა; სხვადასხვა ღონისძიებისათვის სამუშაო სივრცის მომზადება; დასუფთავების/კვებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია; ხანძარსაწინააღმდეგო, ევაკუაციისა და სხვა უსაფრთხოების საკითხებზე დაკვირვება და პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; კომუნალურ და სხვა გარე მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;

ლოგოპედი/კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი − სპეციალური მეთოდების საშუალებით მეტყველების ნაკლის გამოსწორება; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ინტერვენციის გეგმის შედგენა/განხორციელება; კონსულტირება, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება